თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

43
(განახლებულია 16:57 23.03.2020)
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გამოჯანმრთელებულ პაციენტებსა და მათი ცენტრიდან გაწერის თარიღზე ისაუბრა.
ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
„დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის COVID-ის მიმღებ სხვა ხუთ დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება. ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ ხუთი პაციენტიდან გუშინ ორმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი, ანუ ჯამში უკვე ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი, მართალია, გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონია, ამიტომ დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკური შეფასება ამ მონაცემების. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ალბათ, ეს სამი პაციენტიც დატოვებს დღეს, დღის განმავლობაში ჩვენ ცენტრს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სამედიცინო დირექტორის განმარტებით, გუშინ კორონავირუსზე ტესტი კლინიკაში მყოფ 12 პაციენტს ჩაუატარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

43