ინგა ბლესსი

ინგა ბლესი: ვინ არიან ენერგოვამპირები და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

165
(განახლებულია 17:54 21.03.2020)
ინგა ბლესი ენერგოვამპირებზე და მათთვის დამახასიათებელ თვისებებზე საუბრობს, ახსენებს, თუ რით გამოირჩევიან ისინი სხვა დანარჩენებისგან.
ინგა ბლესი: ვინ არიან ენერგოვამპირები და როგორ ამოვიცნოთ ისინი?
„როდესაც ვამპირებზე ვსაუბრობთ ჩნდება იმ ფილმების ასოციაცია, რომელშიც ვამპირები მონაწილეობენ, მაგრამ ცხოვრებაში მსგავსი სახის რეალურ ვამპირებთან საქმე არ გვაქვს. ენერგოვამპირები ჩვეულებრივი ადამიაები არიან. ისინი ჩვენს ირგვლივ ახლოს ცხოვრობენ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანია, მას ბოროტი განზრახვა არ აქვს. რიგითი ადამიანია, ხშირ შემთხვევაში ბოროტი განზრახვების გარეშე, რომელიც ენერგიის დეფიციტს განიცდის. მას არ ყოფნის სასიცოცხლოს ენერგია იმისთვის, რომ თავი ლაღად და კარგად იგრძნოს.“- ამბობს ინგა ბლესი სატელევიზიო გამოსვლაში.

ფსიქოლოგი ინგა ბლესი ამბობს: „როცა ადამიანი ცდილობს, რომ რაღაც თუნდაც უმნიშვნელო რამ გამოგტყუოს მოთაფვლით გამოგტყუოს, როცა ადამიანი თქვენს მატერიალურ თუ სულიერ რესურსს დაუკითხავად იღებს -ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის ენერგო ვამპირია“.

165
მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

83
(განახლებულია 20:07 07.07.2020)
საქართველოში კორონავირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია
„ხუთივე არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, დანარჩენი ორი კი სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული პაციენტი, რომლებიც კარანტინში ბრძანდებოდნენ და კორონავირუსი მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ. ისინი ჩვენს ცენტრში გადმოიყვანეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, გარდაცვლილი - 15. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პაციენტია.

 

83
ბექა ფერაძე

სპორტულ დარბაზებს და საცურაო აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ

69
(განახლებულია 19:09 07.07.2020)
სპორტული დარბაზების, ღია და დახურული აუზების ფუნქციონირება დღეიდან ნებადართული გახდა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
სპორტულ დარბაზებს და აუზებს მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ
„ისინი საქმიანობას იმ წუთიდან აღადგენენ, როგორც კი ინსპექტირება განხორციელდება. მოთხოვნებს რაც შეეხება, სპორტული დარბაზების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვენტილაციას, ხოლო აუზებს მოეთხოვებათ ბაქტერიოლოგიური კვლევები, რომელიც ყოველდღიურად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

69
გაზქურა

მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ შეიცვლება რა ვადაზეა გათვლილი გადაწყვეტილება

0
(განახლებულია 10:32 08.07.2020)
სახელმწიფოს დახმარება გამოიხატება იმაში, რომ ის აზერბაიჯანიდან თურქეთში გაზის ტრანზიტისთვის თავის წილს თმობს, რაც საშუალებას იძლევა, რომ გაზის ტარიფი არ გაიზარდოს

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფი სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ–ი) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ კომისიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.

2020 წლის დასაწყისიდან თბილისელები ერთ კუბომეტრ გაზზე 0,002 თეთრით ნაკლებს იხდიან. ტარიფი ერთ კუბომეტრზე 46,137 თეთრს შეადგენს. ეს ტარიფი 2020 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა ე.წ. სოციალური გაზის შესყიდვაზე ტარიფის შემცირების გამო. SOCAR Georgia Gas LLC–ს სამომხმარებლო ტარიფი დღგ–ის გათვალისწინებით 56,928 თეთრს შეადგენს ერთ კუბომეტრზე. Sakorgas Ltd–ს ტარიფი ახალი კლიენტებისთვის, დღგ–ის ჩათვლით, 56,990 თეთრია ერთ კუბომეტრზე.

„არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ, ერთი მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარება – ეს არის აზერბაიჯანიდან თურქეთში გაზის ტრანზიტისთვის თავისი წილის დათმობა, რაც საშუალებას იძლევა, რომ გაზის ტარიფი არ გაიზარდოს.

მისი აზრით, ვითარებაზე გავლენა მოახდინა ლარის გაცვლითი კურსის ვარდნამ, მაგრამ კურსის განსხვავების დაბალანსება სწორედ სახელმწიფოს მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.

„გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს“, – განაცხადა დავთ ნარმანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ იგეგმება ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმური გადახედვა.

0
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა