იმნაძე: შეიძლება, ქართველები მხიარული ხალხი  ვართ მაგრამ...

© photo: The Doctors / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ქართველი ხალხის თვითშეგნებაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
იმნაძე: შეიძლება, ქართველები მხიარული ხალხი ვართ მაგრამ...
„ქართველი ხალხი, შეიძლება, მხიარული ხალხი ვართ, მაგრამ როცა გაგვიჭირდება, ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ისტორიული გამოცდილება. როდესაც შავი ჭირი იყო, ჩვენი წინაპრები სოფელ ანატორისთან თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამებში, დაავადებული ადამიანები მიდიოდნენ იქ, რომ სოფელში ინფექცია არ გავრცელებულიყო. მსოფლიოში ასეთი შემთხვევები თითებზე ჩამოსათვლელია. ჩვენ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს“, -ამბობს იმნაძე.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.

ყველა ახალი ამბავი
0