გამყრელიძე: საგანგებო მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს სამხედრო წესით გამოცხადებას

გამოწერა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს იმაზე, უნდა შემოიღონ თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
გამყრელიძე: საგანგებო მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს სამხედრო წესით გამოცხადებას
„ეს კითხვა ხშირად ტრიალებს მედიაში, უნდა გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა. ხშირად ერევათ, საგანგებო მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს სამხედრო წესით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ეს არ ნიშნავს იმ ტიპის საგანგებო მდგომარეობას, რომელიც საომარი მოქმედებების, ტერორისტული აქტების დროს ცხადდება. როგორც აკვირდებით, ქვეყანა ყოველდღიურად ამკაცრებს ზომებს. ქვეყანა გარკვეულწილად უკვე საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. დღეს ის არ ცხადდება, თუმცა გამორიცხული არაფერია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 81 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0