ლევან კარანაძე: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა

გამოწერა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვებსა და საქართველოს ავიახაზებზე საუბრობს.
ლევან კარანაძე: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა
„ადამიანებმა, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, ის ავიარეისები უნდა გამოიყენონ, რომლებსაც საქართველოს ავიახაზები ახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამ გადაწყვეტილების თაობაზე ავიაკომპანიების ინფორმირებას ახდენს. როგორც ასეთი, საავიაციო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. აქცენტი გაკეთდა „ჯორჯიან ეარვესის" რეისებზე, იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენი ინფორმაციით, ეს კომპანია დადასტურებულად აპირებს რეისების გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

ლევან კარანაძის განმარტებით, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები; ასევე ოჯახები, სადაც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეა.

ყველა ახალი ამბავი
0