ნათია თურნავა: მიწოდების სერვისის კომპანიები მზად არიან, მოემსახურონ გაზრდილ ნაკადს

გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ადგილზე მიწოდების სერვისის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე.
ნათია თურნავა: მიწოდების სერვისის კომპანიები მზად არიან, მოემსახურონ გაზრდილ ნაკადს
„კომპანიებისგან მოვისმინეთ, რამდენად აქვთ რესურსი, გაუმკლავდნენ გაზრდილ მოთხოვნას. დავრწმუნდით, რომ მაქსიმალურად მზად არიან მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს, გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ადამიანები ჩართონ სერვისის მიწოდებაში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, აღვუთქვით მაქსიმალური მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ რესტორნებთან ძალიან კონსოლიდირებულად იმუშავებენ და რესტორნებიც შეძლებენ არ შეწყვიტონ გაყიდვები და გადავიდნენ მომსახურების უფრო უსაფრთხო ფორმებზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, მაქსიმალურად გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე და შეწყვიტონ კლიენტების საკუთარ შენობებში მომსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0