ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსის ახალ შემთხვევაზე ისაუბრა.
ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან (ინფექციურ საავადმყოფოში) ამ დროისთვის წევს დადასტურებული 29 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

ყველა ახალი ამბავი
0