გიორგიძე: მარსელიდან ჩამოყვანილი 35 მოქალაქე საირმის საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე იმერეთის მასშტაბით გახსნილ საკარანტინო სივრცეებში ბენეფიციარების რაოდენობაზე საუბრობს.
გიორგიძე: მარსელიდან ჩამოყვანილი 35 მოქალაქე საირმის საკარანტინო სივრცეში მოათავსეს
„გუშინ, საღამოს დაიტვირთა საირმის საკარანტინო სივრცე, სადაც განთავსდა საფრანგეთიდან ჩამოსული 35 ბენეფიციარი. მათ შემოწმება გაიარეს აეროპორტში და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. ისინი დაკვირვების ქვეშ იქნებიან. დილის საათებში დამატებით კიდევ შევიდა 9 ბენეფიციარი, რომლებიც ბრიუსელიდან ჩამოფრინდნენ. ანუ, დღევანდელი მდგომარეობით, 44 ადამიანი იმყოფება. საჩხერის საკარანტინო სივრცეში დარჩენილი გვყავს 29 ბენეფიციარი“, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.

სამმართველოს ხელმძღვანლის განმარტებით, წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 103 ადამიანია მოთავსებული. 

ყველა ახალი ამბავი
0