ეზუგბაია: 28 პაციენტიდან რვას პნევმონია აქვს, აქედან ოთხს – მძიმე, მაგრამ სტაბილური

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებზე, რომლებსაც მძიმე პნევმონია აღენიშნებათ.
ეზუგბაია: 28 პაციენტიდან რვას პნევმონია აქვს, აქედან ოთხს მძიმე, მაგრამ სტაბილური
„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფი 28 პაციენტიდან რვას პნევმონია აქვს. აქედან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, მაგრამ სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, პროგრესირება არ იქნება. ამ დონეზე თუ შეგვიჩერდება პროცესი, ეს ძალიან კარგი იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისგანაც შორს არ ვიქნებით. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი პნევმონიაა", – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0