გიგი დედალამაზიშვილი: ჩემთვის მაშინ სულ სხვა ცხოვრება დაიწყო

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი
მგზავრების სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიგი დედალამაზიშვილი იხსენებს დროს, როდესაც მშობლების რჩევით ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, იხსენებს დღეს, როდესაც მის ცხოვრებაში ახალი გატაცება გაჩნდა.

 

გიგი დედალამაზიშვილი: ჩემთვის მაშინ სულ სხვა ცხოვრება დაიწყო
„პირველ კურსზე ასი კაცი წავედით ექსკურსიაზე. ერთ კურსელს გიტარა ჰქონდა წამოღებული, როცა ჩამოჰკრა, არიქა! მიესია მთელი გოგოები. მე ისედაც არავინ მესეოდა და თან უგიტაროდ ხომ საერთოდ ვინ მოგაქცევს ყურადღებას?! სახლში რომ მოვედი დედას ვუთხარი: ერთი გადმოიღე ეგ გიტარა მეთქი! ეს იყო ჩემი პირველი შეხება გიტარასთან. მერე რაღაც სიმღერები ვისწავლე და  ვმღეროდი. ერთი პერიოდი ოთარ რამიშვილმა და ავთო შარვაძემ გამიტაცეს. ოთარ რამიშვილს დაკვრის თავისებური მანერა ჰქონდა და მის მიბაძვაში სამი გიტარა მაქვს დამტვრეული.“-ამბობს გიგი დედალამაზიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.  

გიგი დედალამაზიშვილი ამბობს: „ორი წლის მერე მსახიობობა მომინდა. ჩემმა მეგობარმა მითხრა: წამოდი, თუ მიგვიღებენ- მიგვიღებენო, თან შენ მაღალი და გამხდარი ხარ და უფრო მეტი შანსი გაქვსო. თურმე გიორგი მაშინ ხუმრობდა, მე კი ჭკუაში ჩამიჯდა. ეგრევე მანანა ბერიკაშვილთან წავედი. ასე მოვხვდი თეატრალურში.“

ყველა ახალი ამბავი
0