ნათია თურნავა: მცირე ზომის სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება მოხდება

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რას ითვალისწინებს ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნეს-სუბიექტებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეღავათები.
ნათია თურნავა: მცირე ზომის სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება მოხდება
„ქონების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის გადავადება – ეს არის ყველა ზომის სასტუმროსთვის, თუმცა მცირე სასტუმროები არის კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი, ამიტომ მათთვის დამატებითი ზომა არის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება. ეს თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან, ეს იქნება პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოყოფილი თანხა. და ეს არის 18 ათასზე მეტი სუბიექტი მთლიანობაში. თანხის პროგნოზირება ჯერ რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში", – განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0