პრემიერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს, მაგრამ...

© photo: Government of Georgia / FBპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარია თვლის, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მაგრამ საგანგებო ზომები გატარდა და ეს ჯერჯერობით საკმარისია.
პრემიერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს მაგრამ...
„ქვეყნებმა, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს – რა ღონისძიებების გატარებას ნიშნავს ეს... ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად, ახალი გამოწვევების პირობებში, ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ და გულწრფელად გეუბნებით, რომ მათი გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ. შეიძლება ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს. ვირუსის მასობრივად გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

 

ყველა ახალი ამბავი
0