მოროშკინა: მე მჭირდება მამრი, მონადირე, ბანჯგვლიანი, რომელიც ეპილაციაზე არ დადის

© photo: courtesy of Lali Moroshkinaლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლალი მოროშკინა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, მამაკაცების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ახლა მის ცხოვრებაში ორმოც წლამდე მამაკაცია და თავს კარგად გრძნობს.
მოროშკინა: მე მჭირდება მამრი, მონადირე, ბანჯგვლიანი, რომელიც ეპილაციაზე არ დადის
„ვფიქრობ, თუ ადამიანს ორჯერ, სამჯერ უყვარს ცხოვრების განმავლობაში, ეს არ არის ბევრი, ნორმალურია. არ შეიძლება დამთავრებულ გრძნობაზე თავი დაიმარხო. თუ ღმერთმა მოგცა სიცოცხლის ძალა და ენერგია, ესე იგი უნდა გიყვარდეს. ყველაზე დიდი ფუფუნებაა, თუკი ასეთი გრძნობა დიდხნიანია. მე დაუძინებელი ოპტიმისტი ვარ. ჩემხელა კაცი როგორ შეიძლება, რომ შეგიყვარდეს? – საშინელებაა! წარმოიდგინეთ, ჯაჯღანა ბებერი, საძაგელი ტიპი მილიონი კომპლექსით და ამბიციით“, – ამბობს ლალი მოროშკინა სატელევიზიო გადაცემაში.

ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: „მე მომწონს ნამდვილი მამაკაცები. შიშველი კოჭი არ უნდა უჩანდეს და „ბრიოლინი“ არ უნდა ესვას. „ბუტილკა შარვლიანი“ ბიჭები შეიძლება თავისივე სქესს მოსწონდეს – ეს ნორმალურია, მივესალმები და კარგად იყვნენ. ჩემ გვერდზე კი კიკინიანი ყმაწვილი ძალიან სასაცილოდ გამოჩნდება და არ მინდა“.

ყველა ახალი ამბავი
0