მინდორაშვილი: ლუდომანის ტვინში სულ თამაშის კომბინაციებია

გამოწერა
ფსიქოლოგი ნინო მინდორაშვილი ლუდომანიაზე საუბრობს და განმარტავს, როდის ხდება ადამიანი თამაშდამოკიდებული და როდის სჭირდება მას შველა.
მინდორაშვილი: ლუდომანის ტვინში სულ თამაშის კომბინაციებია
„ლუდომანი ადამიანი ფაქტობრივად არის როგორც ნარკომანი, ფსიქოლოგიური ნარკომანი. ყველა თამაშდამოკიდებული ადამიანის უკან დგას სხვა სულიერი, ფსიქოლოგიური პრობლემები. ეს შეიძლება ბავშვობიდანაც განვითარდეს. თამაშდამოკიდებული ადამიანი პირველ რიგში უნდა მივიდეს იქამდე, გაიაზროს და აღიაროს, რომ თვითონ არის უძლურ მდგომარეობაში და პრობლემას თავად ვეღარ უმკლავდება. მანამდე ყოველთვის ჰგონია, რომ თვითონვე დაანებებს თავს“, – ამბობს ნინო მინდორაშვილი.

ფსიქოლოგის თქმით, ლუდომანი ადამიანი ყველაფერს კარგავს, მათ შორის რეპუტაციას ოჯახსა და სამსახურში, მას, ფაქტობრივად, აღარაფრის ინტერესი აღარ აქვს და ზოგჯერ თავის მოკვლამდეც კი მიდის, რადგან ამ დამოკიდებულებიდან ვერ გამოდის.

ყველა ახალი ამბავი
0