გამყრელიძე: დღეიდან იწყება სპეციალისტების ვიზიტი ჩინეთის მოსახლეობის ჩასახლების ადგილებში

გამოწერა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის თავიდან აცილების ღონისძიებებზე საუბრობს.
გამყრელიძე: დღეიდან იწყება სპეციალისტების ვიზიტი ჩინეთის მოსახლეობის ჩასახლების ადგილებში
„იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. ჩვენ უკვე აღრიცხული გვაქვს ჩინეთის მოსახლეობის დიდი ჩასახლების ადგილები. მოგეხსენებათ, ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, ჰესებზე. ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის ავტობანზე, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან თავმოყრილი. იქ მათ დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქება აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. დაავადება გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა: ჰონკონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2744 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 80 გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0