ხაჩიძე: ხათუნასთვის ეს იყო შოკისმომგვრელი, ის არ იყო მიჩვეული...

© photo: Zura Khachidze / FBზურა ხაჩიძე
ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი ზურა ხაჩიძე იხსენებს, როგორ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ხათუნა ჟორდანია.
ხაჩიძე: ხათუნასთვის ეს იყო შოკისმომგვრელი, ის არ იყო მიჩვეული...
„სტუდიაში შემოვიდა ცისფერთვალება, გამხდარი, თეთრი, ძალიან ლამაზი ქალი. ახლაც ულამაზესია, მაგრამ განსაკუთრებულად ლამაზი იყო, როცა მე გავიცანი. პირველივე დანახვაზე „გადამეკეტა“. პირველ რიგში მისმა სილამაზემ მოახდინა ეფექტი, შემდეგ გაცნობის დროს მომეწონა მისი შინაგანი სამყარო“, – იხსენებს ზურა ხაჩიძე.

მომღერლის განცხადებით, მათ ქორწინებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რაც წყვილმა რთულად გადაიტანა. მისი თქმით, პრესაში ატეხილი ამბავი ხათუნა ჟორდანიასთვის იყო შოკისმომგვრელი, ვინაიდან მისთვის უცხო იყო პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0