ადვოკატი: ბერი ამბობს, რომ ჩანთა, სადაც ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს, მისია, მაგრამ...

© photo: Jita Gulua / FBადვოკატი ჯიტა გულუა
ადვოკატი ჯიტა გულუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათონის მთაზე მოღვაწე ბერის გ. ქ.-ს ადვოკატი ჯუტა გულუა საუბრობს, თუ რა მტკიცებებია საქმეში და ასევე ექსპერტიზის დასკვნაზე.
გულუა: ბერი ამბობს, რომ ჩანთა სადაც ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს, მისია, მაგრამ...
„ამ დროისთვის ბერის მიმართ ბრალი არ არის წარდგენილი. ჩანთა ეკავა სხვა პიროვნებას, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება იყო ამოღებული. ბერი კი ამბობს, რომ ჩანთა ჩემი იყოო, მაგრამ ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი და ბევრი რამ უნდა გამოიკვეთოს, რომ საფუძვლიანი გახდეს ბრალის წარდგენა. ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ ოდენობა 14,5 გრამია“, – აღნიშნა ჯუტა გულუამ.

ადვოკატის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება „დიდი ოდენობით“ არის, ამიტომ საქმე ექვემდებარება 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს.

ყველა ახალი ამბავი
0