ნანა ჩაჩუა: ნებისმიერ კონფლიქტში საკუთარ თავს უკან დასახევი გზა უნდა დაუტოვო

© photo: 59 Seconds / FBნანა ჩაჩუა
ნანა ჩაჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანური ურთიერთობების განწყობაზე საუბრობს.
ნანა ჩაჩუა: ნებისმიერ კონფლიქტში საკუთარ თავს უკან დასახევი გზა უნდა დაუტოვო, იმიტომ, რომ...
„ნებისმიერ კონფლიქტში საკუთარ თავს უკან დასახევი გზა უნდა დაუტოვო, იმიტომ კი არა, რომ ძველი ურთიერთობა აღდგეს, არამედ იმიტომ, რომ ეს დაგეხმარება იმაში, რომ ამ ურთიერთობის გაწყვეტა შენთვის არ აღმოჩნდეს მძიმე. ამას კი მხოლოდ ის ადამიანი მოახერხებს, ვისაც საკუთარი თავის სიყვარული და ღირსების გრძნობა გააჩნია. უნდა მოვახერხოთ და აგრესიული განწყობილება კეთილად გადავაქციოთ. ყოველთვის გაქვს იმის არჩევანი, რომ საკუთარ თავს იმდენად სცე პატივი, რომ შეურაცხყოფა არავინ მოგაყენოს“, – ამბობს ნანა ჩაჩუა სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს: „ისე უნდა დაამთავრო ურთიერთობა, რომ შეურაცხყოფასა და აგრესიას მაქსიმალურად აარიდო თავი და ჭეშმარიტებასაც ზიანი არ მიაყენო. თუ ადამიანს ღირსეულად ესაუბრები, ყველა შანსია, რომ მასში კეთილგანწყობილება გამოიწვიო“.

ყველა ახალი ამბავი
0