ალექსანდრე ჯეჯელავა: რატომაა ადამიანისთვის 40 წელი ასეთი პრობლემური?

© Facebook / Alexander Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ასაკის მიხედვით ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს, განსაკუთრებით, 40 წლის პერიოდს მიმოიხილავს.
ალექსანდრე ჯეჯელავა: რატომაა ადამიანისთვის 40 წელი ასეთი პრობლემური?

„ადამიანის ცხოვრებაში სამი ეტაპია. პირველი არის მორჩილება, ანუ ეს ის დროა, როცა დედა გეუბნებოდა რა უნდა გაგეკეთებინა, მასწავლებელი გეუბნებოდა რა უნდა გესწავლა, დაქალები გარიგებდნენ ჭკუას რა უნდა ჩაგეცვა. მოკლედ, პირველი ოცი წელი არის სხვების ხელში ყოფნა. მერე, როცა სხვების ხელში ყოფნა მობეზრდება ადამიანს, იწყება ომი, როდესაც ადამიანი იბრძვის ფუნდამენტური უფლებებისთვის, და ეს ომია, რომელშიც თინეიჯერი იმარჯვებს. მეორე ეტაპია თავისუფლების, რომელიც კიდევ ოცი წელი გრძელდება. „გიჟი თავისუფალიაო“ – დაახლოებით ამ ტიპის თავისუფლებაზეა საუბარი და ზოგჯერ ეს მოჩვენებითია, რადგან ვიღაცის ჯიბრზე მოქმედება თავისუფლება არ არის. ეს ეტაპი ძალიან დამღლელია. იწყება მესამე ეტაპი, როცა შევდივართ ე.წ. შეგნების ტერიტორიაზე, ანუ ორმოცი წლის მერე იწყება შეგნება“, – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა სატელევიზიო გადაცემაში.

პროფესიით მათემატიკოსი და პედაგოგი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემაში ამბობს: „ორმოცს მიახლოებულ ეტაპზე ვხვდებით, რომ ულიმიტო რესურსები არ არსებობს. ესეც გარდატეხის ასაკია და აქ უკვე იწყება ბრძოლა შენს გუშინდელ გადარეულ თავთან. ახლა უკვე ორი ფალავანი ეჭიდება ერთმანეთს. ერთი ისაა, ვინც სხვებს უნდოდათ რომ ყოფილიყავი და მეორე – ნამდვილი მე“.

 

ყველა ახალი ამბავი
0