მიხეილ ბატიაშვილი

ბატიაშვილი: ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი

85
(განახლებულია 15:28 07.11.2019)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მინისტრობიდან წასვლის შესახებ საუბრობს.
ბატიაშვილი: ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი
„მინდა გითხრათ, მივიღე გადაწყვეტილება – დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია, უკვე სისტემის გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ყოფილი მინისტრის თქმით, მისი ძალისხმევა მიმართული იქნება მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ განათლების სისტემის ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად.

85
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები 200-500-ის ფარგლებში იქნება

80
(განახლებულია 19:53 28.09.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს
„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში. პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება. თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, როცა აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა, ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში მკურნალობა.

80
მიკროფონი

მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

56
(განახლებულია 18:49 28.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საუბრობს საქართველოში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა
„აჭარაში გამოვლინდა შემთხვევების 72 პროცენტი, რაც არის 175 შემთხვევა, იმერეთში - 9 პროცენტი - 38 ახალი შემთხვევა, თბილისში - 7 პროცენტი - 32 შემთხვევა, გურიაში – 16 შემთხვევა, სამეგრელო–ზემო სვანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში – 11, ქვემო ქართლში – შვიდი, კახეთში – ოთხი. გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში – 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

56
მეხანძრე–მაშველები

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე: ექსპერტ–კრიმინალისტები მიზეზებს ადგენენ

0
(განახლებულია 11:55 29.09.2020)
ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა მოგვიანებით დაიწყება. მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, მათ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ. 

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik.  თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ხის საამქროში  ღამის საათებში გაჩნდა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა, დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება.

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით 40 წუთში შეძლეს. ადგილზე 16 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთელი ღამის განმავლობაში ბაზრობაზე ძლიერი დაკვამლიანები იყო. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.

ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა მოგვიანებით დაიწყება. მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, მათ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ. 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში