ზურაბ ჯაფარიძე: განათლების სისტემა 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს

© Sputnik / Alex Shlamovზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის ისაუბრა განათლების სისტემაზე, როგორც მოძველებულ მეთოდზე.
ზურაბ ჯაფარიძე: განათლების სისტემა 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს
„განათლების სისტემა დასაშლელია. განათლების სისტემა ზოგადად ყველგან არის მოძველებული, რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისის გამოწვევებისთვის არის შექმნილი და 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. არის ფოკუსირებული მახსოვრობაზე, რაც დღეს არავის სჭირდება, რადგან არსებობს Google და Wikipedia. ამის გამო გვაქვს ყველა პრობლემა, რაც ქვეყანაში არის, რადგან ეს სისტემა ღუპავს თაობებს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოძველებული განათლების სისტემის ბრალია.

ყველა ახალი ამბავი
0