კახა კალაძე

კალაძე: ხვალიდან თბილისში ISUZU-ს მარკის 60 რვამეტრიანი ავტობუსი ივლის

80
(განახლებულია 17:48 09.10.2019)
თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე ISUZU-ს მარკის 60 რვამეტრიანი ავტობუსი წარმოადგინა.
კალაძე: ხვალიდან თბილისში ISUZU-ს მარკის 60 რვა მეტრიანი ავტობუსი ივლის

„მე პირობა დავდე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მოსახლეობას შვიდი ძირითადი მიმართულება წარვუდგინე, რაზეც ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავებდი. მათ შორის ერთ-ერთი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. თბილისისთვის შეძენილი 220 რვამეტრიანი ავტობუსიდან 60 ერთეული ხვალიდან უკვე დედაქალაქის ქუჩებში იმოძრავებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ყვითელი ავტობუსები, რომლებიც თბილისს ემსახურება, უმძიმეს მდგომარეობაშია და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

 

80
Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия

მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები

22
(განახლებულია 20:31 25.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განმარტა, რა შემთხვევაში აფასებენ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას მძიმედ ან კრიტიკულად მძიმედ.
მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები
„არიან მძიმე პაციენტები, მაგრამ მძიმესა და კრიტიკულად მძიმე პაციენტს შორის არის განსხვავება, მძიმე პაციენტი გულისხმობს ძირითადად იმას, რომ პაციენტმა უნდა იმკურნალოს აუცილებლად სტაციონარში, კრიტიკულად მძიმეს კი უკვე პროგნოზულად ვერ ვსაზღვრავთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება, ამიტომ ისინი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებებში მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

22
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა

59
(განახლებულია 15:57 25.09.2020)
წინა ხელისუფლების პერიოდში სამჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა
„წინა ხელისუფლების პერიოდში ციხეებში იჯდა 24-25 ათასი ადამიანი, დღეს 9 ათასამდეც არ არის, როგორც ვიცი, ციხეში და როცა ხდებოდა, პირობითად ვამბობ, 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული, ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში... არის საიტზე ციფრები, რომელიც ყველას შეგიძლიათ ნახოთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მასმედიასთან ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე კომენტარი სასტუმრო „სტამბაში“ გააკეთა, სადაც საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი მიმდინარეობს.

 

59

ქეთევან წამებულის ხატი

საეკლესიო კალენდარი: 26 სექტემბერი

0
(განახლებულია 00:18 26.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს ენკენიას და დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის, მღვდელმოწამე კორნილიოს, მოწამე კრონიდეს, ლეონტის და სერაპიონს, მოწამეთა სელევკის და სტრატონიკეს , ასევე ღირსი პეტრე ატროელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში

ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.

მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), პირველმა რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ცნო ქრისტიანული რელიგია, დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა, აეგო ახალი ტაძარი. ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმიდეების განახლების საქმისთვის.

წმიდა დედოფალი დაუყოვნებლივ შეუდგა დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელსაც უნდა მოეცვა გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი. როგორც იოანე მახარებელი ამოწმებს, ეს ორი ადგილი ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობდა. აღდგომის ტაძარი ათი წელი შენდებოდა. წმიდა ელენე (+327) მის განსრულებას ვერ მოესწრო. იერუსალიმში ყოფნისას კეთილმსახურმა დედოფალმა ააგო ეკლესიები ბეთლემში, ელეონის მთაზე, გეთსიმანიაში და მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ძველი აღთქმის მოვლენებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა ადგილას.

მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად „მარტირიონად“ სახელდებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობის დასრულება ტვირის I კრებასა და მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის გამეფების ოცდამეათე წლისთავს დაემთხვა. ამის გამო 335 წლის 13 სექტემბერს აღსრულებულ მსახურებას განსაკუთრებით საზეიმო ელფერი ჰქონდა.

ქეთევან დედოფალი

წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მათ ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე ჰყავდათ. თეიმურაზი 1606 წელს გამეფდა. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც - წმიდა ქეთევანიც გააყოლა.

ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.

დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები - წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები - შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.

უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.

შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოს აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა: „მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“.

ხალხით გაჭედილ მოედანზე ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

წმიდა კორნილიოს ასისთავი

წმიდა კორნილიოს ასისთავი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა.

წმიდანი თან გაჰყვა პეტრე მოციქულს სახარების საქადაგებლად და მისივე ხელით იკურთხა ეპისკოპოსად. როცა პეტრე წმიდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.

 

კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ცხედარი დარღვეული საკერპოს მახლობლად დაკრძალეს.

წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე

წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას ეწამნენ პაფლაგონიაში (მცირე აზია). ისინი სასახლის კარზე მსახურობდნენ.

წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი

წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ...

ღირსი პეტრე ატროელი

ღირსი პეტრე ატროელი აზიის ოლიმპოს მახლობლად, ქალაქ ატროაში მოღვაწეობდა. ნეტარი ყოველთვის რკინის ჯაჭვებს ატარებდა. ღირსმა პეტრემ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ბოლოს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ტარასისა (784-806) და იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) დროს, წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019