კახა კალაძე

კალაძე: ტაქსის გაძვირება ნორმალურია, თუ ვინმეს პრობლემა აქვს, იქნება ახალი ავტობუსებიც

381
(განახლებულია 19:04 08.10.2019)
თბილისი მერი კახა კალაძე ტაქსის მომსახურებაზე ფასების ზრდას ეხმაურება.
კალაძე: ტაქსის გაძვირება ნორმალურია, თუ ვინმეს პრობლემა შეექმნება, იქნება ახალი ავტობუსებიც

„დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. პარალელურად ხდება ტაქსების რეფორმა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ამ სერვისით სარგებლობა მოსარგებლეებისთვის იყოს კომფორტული. იყოს ახალი, სუფთა, უსაფრთხო მანქანები. საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება, იქნება ახალი ავტობუსები, განახლებული მეტროსადგურები და ამით ისარგებლოს“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერი პირობას დებს, რომ თბილისი ევროპულ ქალაქებშიც კი ერთ-ერთი წარმატებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით.

 

381
Министр Юстиции Грузии Тея Цулукиани

წულუკიანი: ოპოზიცია გამართავს პოლიტიკურ ცირკს იმისთვის, რომ იფართხალონ არჩევნებამდე

48
(განახლებულია 20:03 27.05.2020)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი ხელისუფლებისა და მათი მიზნების შესახებ საუბრობს.
წულუკიანი: ოპოზიცია გამართავს პოლიტიკურ ცირკს იმისთვის, რომ იფართხალონ არჩევნებამდე
„მათ ყველაფრის ფასად სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მათ გამოიგონეს ვითომ პოლიტიკურ პარტიებად დაშლის ფენომენიც. ისინი მოვლენ პარლამენტში, როდესაც წარდგება პრემიერი გიორგი გახარია, იმისთვის, რომ მოაწყონ პოლიტიკური ცირკი. შოუც აღარ არის ეს, შოუ რაღაც ხარისხს გულისხმობს თავის თავში. ეს ცირკი მიმართულია იქითკენ, რომ იფართხალონ, არჩევნებამდე დარჩა ხუთი თვე“, – ამბობს თეა წულუკიანი.

მინისტრის თქმით, ყოფილ ხელისუფლებას არც ერთი ძირეული რეფორმა არ გაუტარებია და ყველაფერი ის, რაც გაკეთდა, იყო ზედაპირული და სპონტანური.

48
გიორგი გახარია

გახარია: ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება

42
(განახლებულია 16:57 27.05.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს.
გახარია: ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება
„ფაქტობრივად, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად რამდენიმე ფაქტის გამოყენება შეგვიძლია. პირველი, ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, მეორე, ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან“, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს.

42
დამნაშავე ხელბორკილებით

ათასობით მოტყუებული: სექტა „სსრკ-ს მოქალაქეები“ დააკავეს

0
(განახლებულია 11:05 28.05.2020)
იმის შესახებ, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდნენ, მოქალაქეებმა მხოლოდ მაშინღა იეჭვეს, როცა კომუნალური დავალიანების გამო სახლებში ელექტროენერგია გაუთიშეს და წყალი გადაუკეტეს

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჩრდილოეთ ოსეთში პოლიციელებმა დააკავეს სექტა „სსრკ–ს მოქალაქეების“ წევრები, რომლებიც მოტყუებით იზიდავდნენ ადეპტებს საკუთარ რიგებში.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითები მოქალაქეებს  ჰპირდებოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც „საბჭოთა კავშირის“ წევრები გახდებოდნენ, კომუნალური თუ საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებოდნენ. 

ამ გზით მათ დაახლოებით ათასამდე ყალბი პირადობის მოწმობა გაყიდეს, რომლებსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ირკვევა, რომ გარდა გადასახადებისგან გათავისუფლებისა, თაღლითები მიმნდობ მოქალაქეებს ხელფასებზე დანამატების გაცემასა და 1991 წელს გახსნილი ანაბრების კომპენსაციასაც ჰპირდებოდნენ, რისთვისაც მათ სექტისთვის ბაჟის გადახდას აიძულებდნენ.

რაღა თქმა უნდა, „სსრკ–ს მოქალაქეები“ არანაირი გადასახადებისგან არავის გაუთავისუფლებია. პირიქით, სექტის ადეპტებს ვალები დაედოთ. იმის შესახებ, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდნენ, მათ მხოლოდ მაშინღა იეჭვეს, როცა კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო სახლებში ელექტროენერგია გაუთიშეს და წყალი გადაუკეტეს.

პოლიციის თანამშრომლებმა სექტის ოფისში საბჭოთა ნიმუშის სხვადასხვა სახის ბლანკები და დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩინეს. დამნაშავეებს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს