კომპოზიტორი გია ყანჩელი

გია ყანჩელი: „დისიდენტებმა კი არ დაიწყეს სისტემის ნგრევა, არამედ სვინგის მუსიკამ დაიწყო“

70
(განახლებულია 10:54 05.10.2019)
გია ყანჩელი ამ ჩანაწერში იხსენებს თავის წარსულს, ბავშვობასა და სვინგის მუსიკასთან მის პირველ შეხებას.
გია ყანჩელი: „დისიდენტებმა კი არ დაიწყეს სისტემის ნგრევა, არამედ ეს სვინგის მუსიკამ დაიწყო“

„სვინგის მუსიკა ისე მიყვარდა, რომ გლენ მილერისა და დიუკ ელინგტონის გენიალური თემები ფორტეპიანოზე სმენით გავარჩიე. განსხვავებით სხვა მუსიკოსებისგან, ჩემი მუსიკალური გათვითცნობიერება ბეთჰოვენითა და შებერტით არ დაწყებულა. იმ ადამიანებით დაიწყო, ვისი გვარებიც ახლა ვახსენე. რა თქმა უნდა როდესაც ჯანსუღ კახიძეს შევხვდი, მან ჩემი მსოფლმხედველობა მთლიანად შემოატრიალა.“- ამბობს გია ყანჩელი სატელევიზიო გადაცემაში.

გია ყანჩელი-ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. დაწერა მუსიკა რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის: „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

დაწერილი აქვს ოპერა „და არს მუსიკა“, ექვსი სიმფონია, ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისათვის, მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ და მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

ბოლო წლებში კომპოზიტორი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს.

 

70
Министр Юстиции Грузии Тея Цулукиани

წულუკიანი: ოპოზიცია გამართავს პოლიტიკურ ცირკს იმისთვის, რომ იფართხალონ არჩევნებამდე

48
(განახლებულია 20:03 27.05.2020)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი ხელისუფლებისა და მათი მიზნების შესახებ საუბრობს.
წულუკიანი: ოპოზიცია გამართავს პოლიტიკურ ცირკს იმისთვის, რომ იფართხალონ არჩევნებამდე
„მათ ყველაფრის ფასად სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მათ გამოიგონეს ვითომ პოლიტიკურ პარტიებად დაშლის ფენომენიც. ისინი მოვლენ პარლამენტში, როდესაც წარდგება პრემიერი გიორგი გახარია, იმისთვის, რომ მოაწყონ პოლიტიკური ცირკი. შოუც აღარ არის ეს, შოუ რაღაც ხარისხს გულისხმობს თავის თავში. ეს ცირკი მიმართულია იქითკენ, რომ იფართხალონ, არჩევნებამდე დარჩა ხუთი თვე“, – ამბობს თეა წულუკიანი.

მინისტრის თქმით, ყოფილ ხელისუფლებას არც ერთი ძირეული რეფორმა არ გაუტარებია და ყველაფერი ის, რაც გაკეთდა, იყო ზედაპირული და სპონტანური.

48
გიორგი გახარია

გახარია: ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება

42
(განახლებულია 16:57 27.05.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს.
გახარია: ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება
„ფაქტობრივად, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად რამდენიმე ფაქტის გამოყენება შეგვიძლია. პირველი, ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, მეორე, ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან“, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს.

42
Неделя моды Mercedes Benz Fashion Week Tbilisi

დავეხმაროთ ხელოვნებას: საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled

0
(განახლებულია 09:44 28.05.2020)
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელოვნების სფერო ისევე, როგორც ეკონომიკა და ტურიზმი, ძალიან დაზარალდა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled, რომელიც ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას ითვალისწინებ, წერს კულტურული პორტალი at.ge.

Culture is not cancelled – ესაა მოწოდება, რომელიც კულტურული სექტორის სოლიდარობასა და მხარდაჭერას ქადაგებს. სხვადასხვა ორგანიზაციას, დაწესებულებასა და კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამ ლოზუნგის გამოყენება, რათა COVID-19–ის პანდემიას საკუთარი შემოქმედებით უპასუხონ.

„კარანტინი“ ფიროსმანის გმირებისთვის – მხატვრის ხედვა>>

მაგალითად მსობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ შემოქმედ ადამიანებს წარუდგინონ პლატფორმა მათი ხელოვნების დემონსტრაციისთვის, მათ შორისაა, მაგალითად, ონლაინ–გამოფენები, ფოტოალბომები, ფილმების პრემიერები და სხვ.

საქართველოში ამ კამპანიას შეუერთდნენ Mercedes-Benz Fashion Week TBILISI, LUMEN და IPS. კამპანიის მხარდაჭერის მიზნით, Mercedes-Benz Fashion Week TBILISI–ის ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე და სხვა ადგილებზე შენობები განათდა.

„პანდემიის გამო ერთ-ერთი ჯგუფი, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მუსიკოსები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, მხატვრები და ა.შ. არიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველი ხელოვანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან კომპენსაციები არ მიუღიათ“, – აღნიშნა Mercedes-Benz Fashion Week TBILISI–ს კრეატიულმა დირექტორმა და დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ.

უფრო ადრე საქართველოს კულტურის სხვადასხვა სფეროს წრმომადგენლებმა შექმნეს პეტიცია, რომელშიც მთავრობასა და შესაბამის სტრუქტურებს სთხოვეს სათანადო ყურადღების მიქცევა კრიზისულ ვითარებაზე, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით შეიქმნა და დაეხმარონ ხელოვან ადამიანებს. ინიციატივის ავტორებმა წარადგინეს თავიანთი გეგმა და რიგი მოთხოვნები შემოქმედებითი კრიზისის დასაძლევად.

სურვილებს შორისაა: დაუყოვნებლივი ფინანსური დახმარების პაკეტი ხელოვანთათვის, კულტურის სფეროში უშტატოდ მომსახურე ადამიანების, ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხელოვანების, ახალგაზრდების, უმცირესობების მხარდაჭერა სოციალური შეღავათებით; საშემოსავლო გადასახადებისა და ქონების გადასახადის შეჩერება შემდეგი 12 თვის განმავლობაში, საბანკო კრედიტების გადავადების გაგრძელება კიდევ ექვსი თვით და სხვ.

0
თემები:
საქართველო და კულტურა