მიკროფონი

წიკლაური: ჩათვალოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ჩვენი მხრიდან ეს არის საპროტესტო გაფრთხილება

46
(განახლებულია 18:17 04.10.2019)
„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ ექიმი ქეთევან წიკლაური ექიმების გაფიცვის მიზეზებზე საუბრობს.

„როდესაც მედპერსონალს ამ შენობის ფონზე ასეთ მძიმე პირობებში შვიდი თვის დავალიანებით უწევს მუშაობა, როდესაც თანამშრომელს მგზავრობის ფულიც აღარ აქვს, ეს უკვე უნდა გაჟღერდეს. საპარტნიორო ფონდი ხელს სამინისტროსკენ იშვერს, სამინისტრო – ფონდისკენ. უშუალო ხელმძღვანელები, ვფიქრობ, ცდილობენ ამ ვითარების მოგვარებას, მაგრამ ისინიც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან“, – აღნიშნა ქეთევან წიკლაურმა.

წიკლაურის თქმით, ექიმები ვერ გაეფიცებიან პაციენტებს, მაგრამ საავადმყოფოსთან მათი შეკრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საპროტესტო გაფრთხილებად უნდა მიიღოს.

46