ექიმი ინფექციონისტი ფატი გაბუნია

გაბუნია: გაციება ნიშნავს, რომ პაციენტმა თავს არ მოუარა, გრიპი კი არის ინფექციური დაავადება

64
(განახლებულია 16:58 04.10.2019)
ექიმი ინფექციონისტი ფატი გაბუნია საუბრობს იმაზე, როგორ გავარჩიოთ გაციებისა და გრიპის სიმპტომები ერთმანეთისგან.

„გრიპი – ეს გახლავთ მწვავე დაავადება, რომელიც იწყება მოწმენდილ ცაზე – დილით გავიღვიძე, ვარ ჯანმრთელად, დავბრუნდი სახლში და დამეწყო ძლიერი შემცივნება, სახსრებში მტვრევა. რადიკალური სიმპტომი გახლავთ 38.5 გრადუსზე მაღალი სიცხე. გაციება ადამიანების მიერ აღქმული გადაციებაა. მაგალითად, წვიმაში მოვხვდი – შემცივდა, ორპირ ქარში დამეძინა – შემცივდა. გაციება არის მოვლენა, რომელიც ნიშნავს, რომ პაციენტმა თავს არ მოუარა, გრიპი კი არის ინფექციური დაავადება“, – აღნიშნა ფატი გაბუნიამ.

ინფექციონისტის განმარტებით, ყელის ტკივილი შესაძლოა იყოს ბაქტერიების პრობლემა და არა ვირუსული ინფექცია.

64