ეკატერინე ჩიგოგიძე

ეკატერინე ჩიგოგიძე: „კიდევ ერთი უაზრო კვირა დამთავრდა...“ გყავთ ასეთი ადამიანები?

560
(განახლებულია 15:39 04.10.2019)
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი ეკატერინე ჩიგოგიძე საუბრობს იმაზე, თუ რა შეუძლია გამოიწვიოს მავნე ფიქრებმა, სიტყვებმა და გრძნობებმა.
ეკატერინე ჩიგოგიძე:„კიდევ ერთი უაზრო კვირა დამთავრდა...“ - გყავთ ასეთი ადამიანები?

„ფიქრები – ეს არის გონების ენა, გრძნობები – ეს არის სხეულის ენა. ის, თუ როგორ ვსაუბრობთ, არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, როგორ ვაზროვნებთ. ჩვენი გონება არის როგორც ბაღი – რასაც დავთესავთ, ის გაიხარებს და ეს ყველაფერი გადმოედინება. ადამიანი, რომელიც მუდმივად პრობლემებზე საუბრობს, აქვს სარეველებით გადატენილი გონება. ასეთი ადამიანი ტოქსიკური ერთეულია და თუ არ იცით, როგორ დაიცვათ თავი ასეთი ადამიანისგან, ძალიან ადვილად შეიძლება მოიწამლოს თქვენი ენერგეტიკაც“, – აღნიშნა ეკატერინე ჩიგოგიძემ.

ქოუჩის განმარტებით, ჩვენი მენტალობა და ემოციური ველი უნდა გაძლიერდეს იმ დონეზე, რომ მავნე ფიქრებმა, სიტყვებმა და გრძნობებმა ვერ შემოაღწიონ, რადგან თუ ამ ყველაფერზე გვაქვს გონება მიმართული, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატივს ვაძლიერებთ.

560
Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия

მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები

22
(განახლებულია 20:31 25.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განმარტა, რა შემთხვევაში აფასებენ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას მძიმედ ან კრიტიკულად მძიმედ.
მარინა ენდელაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: არიან მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები
„არიან მძიმე პაციენტები, მაგრამ მძიმესა და კრიტიკულად მძიმე პაციენტს შორის არის განსხვავება, მძიმე პაციენტი გულისხმობს ძირითადად იმას, რომ პაციენტმა უნდა იმკურნალოს აუცილებლად სტაციონარში, კრიტიკულად მძიმეს კი უკვე პროგნოზულად ვერ ვსაზღვრავთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება, ამიტომ ისინი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებებში მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

22
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა

59
(განახლებულია 15:57 25.09.2020)
წინა ხელისუფლების პერიოდში სამჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვახტანგ გომელაური: არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა
„წინა ხელისუფლების პერიოდში ციხეებში იჯდა 24-25 ათასი ადამიანი, დღეს 9 ათასამდეც არ არის, როგორც ვიცი, ციხეში და როცა ხდებოდა, პირობითად ვამბობ, 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული, ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში... არის საიტზე ციფრები, რომელიც ყველას შეგიძლიათ ნახოთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მასმედიასთან ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე კომენტარი სასტუმრო „სტამბაში“ გააკეთა, სადაც საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი მიმდინარეობს.

 

59
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

0
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020