Министр юстиции Грузии Тея Цулукиани

წულუკიანი: კორუფცია არა მხოლოდ საჯარო სექტორში საჭიროებს პრევენციას, არამედ ბიზნესშიც

45
(განახლებულია 16:52 03.10.2019)
საქართველოს მთავრობამ დღეს 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს.

„ხაზს განსაკუთრებით გავუსვამდი კერძო სექტორსა და პოლიტიკურ კორუფციას, რადგან ეს არის ის ორი მიმართულება, რომელიც ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, რომ კორუფცია არა მხოლოდ საჯარო სექტორში საჭიროებს პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე ბიზნესში კორუფცია არის ხოლმე მწვავე გამოწვევა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კორუფცია, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებში, მათი დაფინანსების გამჭვირვალობა და დაფინანსების წესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონაწილე არის შვიდი მუნიციპალიტეტი, რომლებსაც მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

45