ბერძენიშვილი: ტელეფონზე მიჯაჭვულობა, სკოლაში მოსწრების დაკლება – უკვე არის ნიშანი

© photo: Nana Berdzenishvili / FBნანა ბერძენიშვილი
ნანა ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა ბერძენიშვილი, რომლის შვილიც მეცამეტე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საუბრობს, თუ როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი კომპიუტერულ თამაშ „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობს.
ბერძენიშვილი: ტელეფონთან მიჯაჭვულობა, სკოლაში მოსწრების დაკლება, უკვე არის ნიშანი

„ისეთი ასაკი აქვთ შერჩეული, რომ ამ დროს რთული გასარკვევია. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ მივაწერთ „ლურჯ ვეშაპს“, შეიძლება დაემართოს ჩვეულებრივ ბავშვს, რომელსაც აქვს გარდატეხის ასაკი. არის ერთი მომენტი, რაც შეუძლია მშობელს აკონტროლოს. თუ ბავშვი გვიან, ღამის 2-3 საათზე არის ონლაინ, უნდა, რომ ტელეფონი სულ მასთან იყოს, ეს უკვე არის ნიშანი“, – ამბობს ნანა ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის განცხადებით, ტელეფონზე განსაკუთრებული მიჯაჭვულობა, სკოლაში მოსწრების დაკლება და ყველაფრის მიმართ ინტერესის გაქრობა – ეს უკვე არის მშობლისთვის ნიშანი, რომ, შესაძლოა, ბავშვი ამ თამაშს თამაშობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0