წულუკიანი: ეს იყო ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ საუბრობს.
წულუკიანი: ეს იყო ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა

„თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზზე გადის ჩვენი ეროვნული უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიზნები, ვინც ამას ვერ ხედავს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი, ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის“, – ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრა იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ზალკალიანმა და ლავროვმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. საქართველომ შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

ყველა ახალი ამბავი
0