ელდარ შენგელაია: გენერალმა გაოცებისგან იღრიალა: ამის დედაც... მართლა აფრინდა!

© photo: courtesy of Georgian Chamber of Cultureკინორეჟისორი ელდარ შენგელაია
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელდარ შენგელაია იხსენებს, როგორ ააგეს ფილმ „შერეკილების“ გადაღების დროს „ცათმფრენი“ და რა გადახდათ ირანის ფესტივალზე ფილმის წარდგენის დროს.
ელდარ შენგელაია: გენერალმა გაოცებისგან იღრიალა: ამის დედაც... მართლა აფრინდა!

„დავწერეთ “შერეკილების” სცენარი და დავდექით პრობლემის წინაშე – როგორ უნდა გადაგვეღო აპარატის აფრენის სცენა. იყო ასეთი მარშალი სუდეცი, რომელთანაც მე და რეზო გაბრიაძე გადავფრინდით. მასთან თენგიზ მირზაშვილის, ფილმის მხატვრის ნახატები მივიტანეთ. გენერალმა დახედა და გვითხრა, ახლა იქ წაგიყვანთ, სადაც ვეტმფრენებს ამზადებენო. როცა ადგილზე მივედით, ლიფტში შევედით და ვიგრძენით, რომ ზევით კი არა, ქვემოთ, სადღაც უფსკრულში ჩავდიოდით. „ცათმფრენის“ ბედიც იქ გადაწყდა“, – იხსენებს ელდარ შენგელაია სატელევიზიო გადაცემაში.

რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს საბჭოთა გენერალს, რომელმაც „შერეკილების“ „ცათმფრენის“ ნახაზების ხილვის დროს თქვა, ახლა ამ პროექტს ამერიკელებს გავუგზავნი და იმტვრიონ თავი რა გამოვიგონეთო.

 

ყველა ახალი ამბავი
0