მინდიაშვილი: სამწუხაროდ, ალცჰაიმერის დაავადების წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია

© photo: Nona Mindiashvili / FBნონა მინდიაშვილი
ნონა მინდიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნევროლოგი ნონა მინდიაშვილი ალცჰაიმერის დაავადებაზე საუბრობს.
მინდიაშვილი: სამწუხაროდ ალცჰაიმერის დაავადების წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია

„სამწუხაროდ, ალცჰაიმერის დაავადების წინასწარი პროგნოზირება, გათვლა იმისა, რომ კონკრეტულ პიროვნებას შეიძლება დაემართოს, შეუძლებელია. ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. არანაირი თანდაყოლილი პათოლოგია და ნაკლი ამაზე არ მიუთითებს. სპორტსმენებში და ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებში, რომლებიც თავის თავს პატივს სცემენ, იკვებებიან სწორად, არიან ფიზიკურად აქტიურნი, ზრუნავენ საკუთარ წონაზე, ნაკლებია ალცჰაიმერის დაავადება“, – ამბობს ნონა მინდიაშვილი.

ნევროლოგის განცხადებით, თუ ალცჰაიმერის დაავადება განვითარდა, ის რადიკალურად შეცვლის ადამიანს და სულ სხვა რელსებზე დააყენებს მის ცხოვრებას.

ყველა ახალი ამბავი
0