ედიბერიძე: ბავშვის შფოთვა სიახლეების, დამოუკიდებელი ნაბიჯების მიმართ ბუნებრივია

© photo: Tamar Ediberidze / FBთამარ ედიბერიძე
თამარ ედიბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვს ბაღში ან სკოლაში სიარული არ უნდა.
ედიბერიძე: ბავშვის შფოთვა სიახლეების, დამოუკიდებელი ნაბიჯების მიმართ ბუნებრივია

„არ შეგვეშინდეს იმის, რომ ბავშვს ეშინია. ნაწილობრივ ეს შფოთვა სიახლეების, დამოუკიდებელი ნაბიჯების მიმართ ბუნებრივია. ყოველთვის მუშაობს ერთი ოქროს წესი. უნდა შევუქმნათ დადებითი მოლოდინი, რომ სკოლა ან ბაღი ვალდებულება, ან მშობელთან განშორება კი არაა, არამედ ეს არის ახალი შთაბეჭდილებების, ახალი მეგობრების, ინტერესების ეტაპი, რომელიც სასარგებლოა მისთვის“, – ამბობს თამარ ედიბერიძე.

ნევროლოგის თქმით, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ სკოლა, ბაღი საჭიროა იმის შესასწავლად, რასაც სახლში ვერ ისწავლის.  

ყველა ახალი ამბავი
0