თალაკვაძე: არც ერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ექნება

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.
თალაკვაძე: არცერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ექნება

„ჩვენმა ცხოვრებამ მოგვცა მაგალითები, გაკვეთილები, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლება, ვისაც აქვს მანდატების მაღალი რაოდენობა პარლამენტში, საბოლოო ჯამში საქმიანობას ამთავრებს კრიზისით. ეს მოხდა წინა ხელისუფლების პირობებშიც და უფრო ადრეც. ჩვენ ეს გაკვთილები გავითვალისწინეთ და ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არც ერთ პარტიას მანდატების ძალიან მაღალ რაოდენობას არ მიანიჭებს“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ინიციატივა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და ამას მხარს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უჭერს.

ყველა ახალი ამბავი
0