კალაძე: ამ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობს.
კალაძე: ამ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით

„პროექტის ყველაზე მძიმე ეტაპი – მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა მთლიანად დასრულებულია და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. როდესაც სამუშაოები დაიწყო, მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის განხორციელების დროს, წყლის მიწოდების შეზღუდვისას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება გვიწევდა, რამაც, რა თქმა უნდა, პროექტის ვადების ცვლილება გამოიწვია. ასევე ამ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს განსხვავებულად, ვიდრე მოძრაობს დღეს, რათა მგზავრებს არ მოუწიოთ გზაზე გადასვლა-გადმოსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარზე ლარი დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0