მაჭავარიანი: ლარი აუცილებლად გამყარდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის გამყარების პირობას იძლევა.
მაჭავარიანი: ლარი აუცილებლად გამყარდება

„როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, პირველ დარტყმას კურსი იღებს. ეკონომიკის რეალური ზრდა დაფიქსირდა ივლისში 6%-ით. ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რადგან წინასწარ დინამიკას ვხედავთ, რომ აგვისტოშიც მაღალი მაჩვენებელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არ დაიკარგა სამუშაო ადგილები, ეს ნიშნავს, რომ პროდუქციისა და მომსახურების წარმოება მათ რეალურ განზომილებაში არ შემცირდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე უცილობლად გამოიწვევს ლარის გამყარებას“, – ამბობს ივანე მაჭავარიანი.

ლარის კურსი დოლარის მიმართ განსაკუთრებით 20 ივნისიდან დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7871 GEL/$1 იყო, 9 სექტემბერს ეს კურსი უკვე 2,9636 GEL/$1-ია.

ყველა ახალი ამბავი
0