Михаил Цагарели

მიხეილ ცაგარელი: მაშინ მე ბიზნესმენებთან გარიგება დამაბრალეს

78
(განახლებულია 08:42 07.09.2019)
მიხეილ ცაგარელი იხსენებს ბავშვობას, როდესაც ავად გახდა და მეგობარმა მოუტანა წიგნი ასტროლოგიაზე, მაშინ პირველად დაინტერესდა ამ სფეროთი.

„როცა მაიმუნის წელს გავიგე, რომ ერთი ბანანი თურმე, ხუთი ლარი ღირდა, მივხვდი, რომ ამაზე თურმე შეიძლება ბიზნესიც კი გააკეთო. მერე ვირთხის წელს გამოვაცხადე, რომ კარგი ვირთხას ჰოლანდიური ნახვრეტიანი ყველი უყვარს მეთქი და კარგი იქნებოდა ამ დღეს სუფრაზე ის გვქონოდა. იცით, რა მოხდა? ბიზნესმენებს ორ კვირაში სამი თვის მარაგი დაუმთავრდათ“ -ამბობს მიხეილ ცაგარელი სატელევიზიო გადაცემაში. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ ქართველ ბიზნესმენებს არასოდეს მოსვლიათ თავში აზრად, რომ ასეთი რამ მათი ბიზნესის სასიკეთოდ გამოეყენებინათ, ალბათ რასაც ზოგადად იგებენ მხოლოდ იმას იყენებენ ხოლმე.

78