კახა კალაძე

კალაძე: ფეხბურთს და პოლიტიკას შორის ბევრია მსგავსება

63
(განახლებულია 16:33 06.09.2019)
თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს იმაზე, რა მსგავსებაა პოლიტიკასა და ფეხბურთს შორის.

„ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის ბევრია მსგავსება. პირველი, ეს არის გუნდურობა. როგორც ფეხბურთში, თუ გუნდი არ არის ძლიერი, შეუძლებელია იფიქრო რაიმე წარმატებაზე. იგივე არის პოლიტიკაში – ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს. მნიშვნელოვანია მას ირგვლივ ჰყავდეს პროფესიონალი, კომპეტენტური ადამიანები, ვისაც შეუძლია საქმის კეთება, პასუხისმგებლობის აღება, გადაწყვეტილების მიღება“, – ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, ბავშვობიდან მიჩვეული იყო და იცის შრომის ფასი, რის შედეგადაც მიიღწევა წარმატება.

63