ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

მარინა კაჭარავა: მადლიერება ჩვენთვის არის კარგი და არა იმისთვის, ვისაც მადლობას ვუხდით

74
(განახლებულია 16:20 05.09.2019)
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობს იმაზე, რა საერთოა დეპრესიულ აშლილობასა და მადლიერებას შორის.

„უმადურობა იწვევს დეპრესიას. დეპრესია – ეს არის, როდესაც ბნელა, არ გიხარია. დინამიური ფსიქიატრიის წარმომადგენლების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ აზრს, რომ უმადურობა უდრის დეპრესიას. თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, სიმშვიდეც გაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგ არის. დღეს ჩვენ ძალიან დამძიმებული და უმადურები ვართ“, – აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, მადლიერება ჩვენთვის არის კარგი და არა იმისთვის, ვისაც მადლობას ვუხდით და სწორედ ეს არის პოზიტიური აზროვნების ერთ-ერთი საწინდარი.

74