Госминистр Грузии по вопросам примирения и равноправия Паата Закареишвили

ზაქარეიშვილი: ეს ოთხეული მირჩევნია სხვა ოთხკაციან გუნდს

88
(განახლებულია 18:36 04.09.2019)
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
ზაქარეიშვილი: ეს ოთხეული მირჩევია სხვა ოთხკაციან გუნდს

„გულახდილად გეტყვით, მე ასეთ ნორმალურ ოთხკაციან გუნდს ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავ და ვერც „ევროპულ საქართველოში“. ამ ოთხ კაცს უფრო ვენდობი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოთხ ადამიანს. ერთადერთი გუნდი, ეს ოთხი ადამიანი, ღარიბაშვილი, გომელაური, გახარია და იზორია, მირჩევნია სხვა ოთხკაციან გუნდს მე პირადად, ვიცი რა კარგად პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას მივესალმები. თავისთავად ეს ოთხი ადამიანი ხელისუფლების სათავეში არის საფრთხის მომცველი, იმიტომ რომ მხოლოდ უსაფრთხოებაზე და მხოლოდ ძალოვან პოზიციებზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის მართვა“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ყოფილი მინისტრის თქმით, ის, რომ „კარუსელი დატრიალდა“, იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს სხვა ხალხი არ ჰყავს და კობახიძისა და ბახტაძის სახით ექსპერიმენტებმა არ გაამართლა.

88
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თორნიკე ბიბილეიშვილი

თორნიკე ბიბილეიშვილი: გარემოს დამცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

46
(განახლებულია 14:11 03.08.2020)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა ისაუბრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელზე, რომელმაც მოქალაქეს ქრთამის სახით 5 400 ლარი გამოართვა.
თორნიკე ბიბილეიშვილი: გარემოს დამცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
„ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი“, – განაცხადა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

გამომძებლის განმარტებით, ბრალდებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

46
ზურა მხეიძე

მხეიძე: წარმოიდგინეთ, რომ ცოლმა ნახა მესიჯი: „გუშინ ღამე შენთან კარგი იყო და კიდევ მინდა“

159
(განახლებულია 17:39 01.08.2020)
ზურა მხეიძე განმარტავს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, იმას თუ როგორ იქცევიან ისინი სხვადასხვა სიტუაციაში.
ზურა მხეიძე: წარმოიდგინეთ, რომ ცოლმა ნახა მესიჯი: „გუშინ ღამე შენთან კარგი იყო და კიდევ მინდა“
„დაუშვათ, რომ ქალს ჰყავს საყვარელი და მეუღლე, რომელსაც რაღაც ეჭვი გაუჩნდა და ეკითხება: ვინმე ხომ არ გყავსო? ამ შემთხვევაში რომელი ემოციის ქვეშ დაიმალება ტყუილი? - ეს არის შიში, ოღონდ, არა ოჯახის დანგრევის შიში, არამედ იმისა, თუ რატომ ჰკითხა მეუღლემ ეს და ნეტავ, სინამდვილეში რა იცის. ყოფით სიტუაციებში ასე მივმართავთ ხოლმე: შემომხედე თვალებში! -თუ არ შემომხედა- ესეიგი ვფიქრობთ, რომ ტყუის. რეალურად ეს არ არის  სწორი„- ამბობს ზურა მხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე განმარტავს: „ახლა სტანდარტული შემთხვევა განვიხილოთ-როგორ გაიგო ქალმა ღალატის ამბავი?- ისე, როგორც ქალები ყვებიან ხოლმე, ანუ შემთხვევით ნახა მობილური. არადა, მობილური შემთხვევით როგორ უნდა ნახო? ამის მერე ის ქმართან მიდის და საეჭვო მესიჯზე ეკითხება: ეს რა არის?-ასეთ დროს მნიშვნელობა აქვს სახის გამომეტყველებას.“

159

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ - ვიდეო

0
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები შემთხვევის ადგილიდან

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტებიდან გადმოვიდა მდინარეები, რომლებმაც ონის რაიონში დააზიანა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. 12 სოფელი, რომლებშიც 2 ათასამდე მოსახლეა, გარესამყაროს მოწყდა.

სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით განხორციელდა.

ახლა რაჭაში მიმდინარეობს გზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

0