ფარულავა: დიეტა ჩემთვის არ არის, ის, რაც ამ ქალმა მასწავლა, სრულიად მისაღები იყო ჩემთვის

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი აი ფარულავა საუბრობს იმაზე, როგორ ინარჩუნებს სასურველ წონას.
ფარულავა: დიეტა ჩემთვის არ არის, ის რაც ამ ქალმა მასწავლა სრულიად მისაღები იყო ჩემთვის

„ერთი ჩემი ნაცნობი, ამერიკელია ეს ქალბატონი, იყო ჭარბწონიანი. ერთხელ შემხვდა და ბალერინას ტანზე იდგა. ვკითხე, როგორ დაიკლო. მე თვითონ არ შემიძლია დიეტაზე ყოფნა. ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი ექვსი დღე დიეტაზე და იმდენად დავისტრესე, რომ  მთელ ხელზე ჰერპესი გამომივიდა. მივხვდი, რომ დიეტა ჩემთვის არ არის. ის, რაც ამ ქალმა მასწავლა, სრულიად მისაღები იყო ჩემთვის“, – ამბობს ია ფარულავა.

მსახიობის თქმით, კუჭი ნელ-ნელა დაიპატარავა, ეტაპობრივად შეამცირა კვების ულუფა. დიდი თეფშიდან ნელა გადავიდა საშუალო თეფშზე და დღეს ყავის თეფშით მიირთმევს საკვებს.

ყველა ახალი ამბავი
0