კალაძე: არ არის აუცილებელი მხოლოდ ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების სოციალური ქსელით გავრცელებაზე.
კალაძე: არ არის აუცილებელი მხოლოდ ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას

„ფეისბუქი“ არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. თუ დააკვირდებით ჩემ საქმიანობას, ძირითადი საკომუნიკაციო წყარო არის სოციალური ქსელი, სადაც ძალიან მჭიდრო და აქტიური ურთიერთობა მაქვს საზოგადოებასთან. დღეს, 21-ე საუკუნეში არ არის აუცილებელი მხოლოდ ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ? რა არის ამაში ცუდი?!“ – აღნიშნა კახა კალაძემ

თბილისის მერის განმარტებით, მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის Facebook ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0