ბეგიაშვილი: ანანური ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება

© photo: Samegrelo-Zemo Svaneti region / FBრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ანანურში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობს.
ბეგიაშვილი: ანანური ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება

„აქტიურად გრძელდება ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს ტერიტორია ათწლეულების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცე. ძველი სავაჭრო დახლები კი თანამედროვე ჯიხურებით შეიცვლება“, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანანური როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული დამსვენებლებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0