კორკოტაშვილი: იალტას ისტორიული თვალსაზრისით არ მიმოვიხილავდით – თავში ახალგაზრდული სიეშმაკეები გვქონდა

© FB / 59 Secondsგია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია კორკოტაშვილი ახალგაზრდულ წლებს იხსენებს და მიმართავს დღევანდელ ახალგაზრდებს, რომ გართობის გარდა თვითგანვითარებაზეც იზრუნონ.
კორკოტაშვილი: იალტას ისტორიული თვალსაზრისით არ მიმოვიხილავდით - თავში ახალგაზრდული სიეშმაკეები გვქონდა

„მაშინ კარდენახში, სადაც ხშირად ჩავდიოდით, გზები არ ვარგოდა, ტრანსპორტიც ასე სწრაფი არ იყო. ამიტომ ამხელა გზაზე მოღუშული ხალხისთვის მგზავრობა რომ ცოტათი მაინც გაგვეხალისებინა, ვართობდით და მთელი გზა ვუმღეროდით. იყო ერთი ჟივილ-ხივილი, ზოგჯერ მაქებდნენ კიდეც. მაგრამ ისე, რომ მასწავლებელთან მესწავლა სიმღერა, არ ყოფილა“, – ამბობს გია კორკოტაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი და ყოფილი მორაგბე გია კორკოტაშვილი ამბობს, რომ პირველად მუსიკას პროფესიონალურად მისი მეგობრის ძმამ, ზურიკო ჩიქოვანმა აზიარა.

ყველა ახალი ამბავი
0