დეკანოზი: ხატს მახვილი დაჰკრეს და მოხდა სასწაული – ხატიდან სისხლი გადმოდინდა

© photo: Levani Firosmanashvili / FBლევან ფიროსმანაშვილი
ლევან ფიროსმანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ საუბრობს.
დეკანოზი: ხატს მახვილი დაჰკრეს, რა დროს მოხდა სასწაული და ხატიდან სისხლი გადმოდინდა

„ივერიის ღვთისმშობლის ხატი თემატურად იკონოგრაფიაში განეკუთვნება ისეთ ხატს, რომელსაც გზის მაჩვენებელი ჰქვია. როდესაც ხატებს გამძვინვარებული ებრძოდნენ, ამ დროს ერთ-ერთ ქვრივს ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც შვილთან ერთად ლოცულობდა. ხატმებრძოლებმა მის სამლოცველოს მიაგნეს და მოინდომეს მისი შემუსვრა. მათ ხატს მახვილი დაჰკრეს. ამ დროს მოხდა სასწაული და ხატიდან გადმოდინდა სისხლი“, – ამბობს დეკანოზი.

დეკანოზის თქმით, შეშინებული ხატმებრძოლები უმალ გაიფანტნენ. ამის შემდეგ ქალმა ხატი ზღვას მისცა, მისი შვილი კი ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. 200 წლის შემდეგ ეს ხატი გამოჩნდა ათონის მთის სანაპიროზე, ხატს თან მოჰყვებოდა ცამდე აზიდული სინათლის სვეტი. როცა ბერებმა სცადეს მასთან ნავით მიახლოება, ძალიან გაუჭირდათ. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ხატი ქართველი ბერის, გაბრიელის ხელით გადმოაბრძანეს ათონის მთაზე და ქართველთა მონასტერში დააბრძანეს. ხატმა ამის შემდეგ ბევრი სასწაული მოახდინა.

ყველა ახალი ამბავი
0