ბესელია: ერთ დღესაც საქართველოს ნაკრებში ამიყვანეს, სადაც რამდენიმე წელი ვთამაშობდი

გამოწერა
დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია საუბრობს, თუ როგორი ბავშვი იყო.
ბესელია: ერთ დღესაც საქართველოს ნაკრებში ამიყვანეს, სადაც რამდენიმე წელი ვთამაშობდი

„ძალიან ცელქი, თხა გოგო ვიყავი. ჩემი ასაკობრივი გარდატეხის პერიოდი ფეხბურთის თამაშით დავიწყე. ვგიჟდებოდი სპორტზე. შემდეგ ფეხბურთის სიყვარული ჩაანაცვლა კალათბურთის სიყვარულმა. ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე კალათბურთზე, მამაჩემი არ მიშვებდა, ეს გოგოს საქმე არ არისო. ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ამიყვანეს, სადაც რამდენიმე წელი ვთამაშობდი“, – იხსენებს ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, მიუხედავად სპორტით გატაცებისა, სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე იყო, სპორტს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ სკოლა ფრიადებზე დაემთავრებინა.

ყველა ახალი ამბავი
0