ხაზარაძე: ღმერთის და ხალხის წინაშე ვამბობ, რომ პირნათელი ვარ

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
ხაზარაძე: ღმერთის და ხალხის წინაშე ვამბობ, რომ პირნათელი ვარ

„მინდა გითხრათ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების, ჩემი და ბადრის ცხოვრების, ბიზნეს-მოღვაწეობის განმავლობაში არასოდეს დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ჩვენი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები, და შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე, როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ რამის გვეშინია“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო. საუბარია TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700–700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0