ბახტაძე: ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაკურიანში, ფრისტაილში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ახალი საბაგიროების მშენებლობაზე საუბრობს.

 

ბახტაძე: ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

„დღეს უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს მოეწერა ხელი. პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ეს წარმატება. ჩვენ 2023 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის უდიდესი აღიარება, ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძალიან დიდი ნდობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დღევანდელი კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ კომპანია „დოპელმაიერი“ ამ ულამაზეს ადგილას ააშენებს სამ ახალ საბაგიროს. ეს პროექტია რამდენიმე თვეში დასრულდება. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას განვავითარებთ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი ახალი საბაგირო ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება.

ყველა ახალი ამბავი
0