მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა შეინარჩუნოს ლარის ჯანსაღი პარამეტრები

55
(განახლებულია 11:57 05.08.2019)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საუბრობს ლარის გამყარებასთან დაკავშირებით.
ბახტაძე: ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა შეინარჩუნოს ლარის ჯანსაღი პარამეტრები

„ჩვენი პროგნოზები და ფინანსური ინსტიტუტების ანალიზი, რომ სამწუხაროდ, საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, გამართლდა, ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები.

55
მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი: პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის

59
(განახლებულია 18:28 03.07.2020)
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ქართული კომპანიები მუშაობდნენ, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილი: პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის
„ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მლნ ლარის ოდენობით. ამ პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის, შესაბამისად, ეს მონაკვეთი ოთხ ლოტად დაიყო, რამაც ადგილობრივ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება მისცა. ოთხიდან სამ ლოტში გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, ერთ ლოტზე კი აზერბაიჯანულმა კომპანიამ იმუშავა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით ამ მონაკვეთზე ცალმხრივი ხდება. გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

 

59
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

გახარია: საქართველოს მთავრობა ევროპიდან მოქალაქეების გამოყვანას გააგრძელებს

84
(განახლებულია 17:08 03.07.2020)
საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ემიგრანტების ევროპიდან გამოყვანა 6 ივლისიდან გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარია: საქართველოს მთავრობა ევროპიდან მოქალაქეების გამოყვანას გააგრძელებს
„ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია – რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე დააბრუნა.

84
პოლიციის ლენტი

კასპში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

0
გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პარასკევს ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა, ახალშობილი კი საპირფარეშოში დატოვა. მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ქალსაც. მას ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში