გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია: რას ედავებიან ამ ხალხს, მე ვერ გავიგე

92
(განახლებულია 14:57 31.07.2019)
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე საუბრობს.
გიორგი ქობულია: რას ედავებიან ამ ხალხს ვერ გავიგე

„დღესაც დარჩა ეს ჩემთვის საიდუმლოდ, რას ედავებიან ამ ხალხს, მე ვერ გავიგე. მე მთავრობაში ვმუშაობდი, წვდომა მაქვს რაღაცებთან და მე თუ ვერ გავიგე, რას ედავებიან ამ ხალხს, საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის. ანაკლიის პორტი კიდევ ცალკე საკითხია. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და პოპულარულ ენაზე აუხსნას საზოგადოებას, რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას ედავებიან და რის გათეთრებას. ის, რაც აღწერილია ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკავშირე ფულის გათეთრებასთან. თუმცა, ეს ტრანზაქცია განსაზღვრულ კითხვებს იწვევს“, – ამბობს გიორგი ქობულია.

პროკურატურამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700-700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

92
დავით ტურაშვილი

დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი

26
(განახლებულია 10:15 24.10.2020)
დათო ტურაშვილი ვილნიუსში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც იქაურ სტუდენტებთან აზრების გასაცვლელად ჩავიდა და ერთ კარავში მოულოდნელად ზურაბ ჟვანიას გადააწყდა.
დათო ტურაშვილი: ჩვენთან მოშიმშილეები ორი დღე შიმშლობდნენ, მერე წავიდოდა ქაბაბი და ჩალაღაჯი
„რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ერთ წინაასაარჩევნო ამბავს მოვყვები. სტუდენტობის დროს აქ რომ იყო დიდი მოძრაობა, ლიტვაშიც იყო და დაგვპატიჟეს იქაურმა სტუდენტებმა და წავედით აზრების გასაცვლელად. წავედით მიტნგზე, საღამოობით ბარებში დავყავდით. ერთი დღე იყო ვილნიუსის მოედანზე დაგვათვალიერებინეს. აქ მთავარი პროცესები ხდებოდა“,- იხსენებს დათო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი დათო ტურაშვილი: იმ დროს ამ მოედანზე შიმშილობდა ერთი ლიტველი პატრიოტი კაცი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით ის მართლა შიმშილობდა. აქ პერმანენტულ შიმშილს ეძახდნენ, ორ დღეს ერთი შიმშილობდა, მერე მეორე ცვლიდა. ის კაცი მართლა შიმშილობდა, როცა ვნახეთ, 59-ე დღე იყო, კაცი, ფაქტობრივად მართლა წირავდა თავს. მე მინდოდა ნამდვილი მოშიმშილე მენახა და მის მნახველთა რიგში ჩავდექი.

26
კახა კალაძე

ავტობუსების როგორი პარკი ეყოლება თბილისს საუბრობს დედაქალაქის მერი

51
(განახლებულია 20:45 23.10.2020)
დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსების და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ისაუბრა.
კალაძე: ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები
„ძალიან მიხარია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები, თუ რატომ არ შემოვიდა ჯერ ავტობუსები და მერე არ განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები და ამ პროექტის და რეფორმის ფარგლებში ყველაფერი პარალელურად კეთდება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად პარკი იქნება განახლებული“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

 

51
რაგბი. საქართველო-შოტლანდია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩი წააგო

0
შოტლანდიასთან ეს წაგება საქართველოსთვის ყველაზე სერიოზული გახდა, აქამდე გუნდებს ოთხი მატჩი ჰქონდათ გამართული და ოთხივეჯერ შოტლანდიელებმა მოიგეს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიის გუნდთან ტესტ-მატჩში ედინბურგში ანგარიშით 7:48 წააგო.

მასპინძლებმა რვა წარმატებული ლელო დადეს და ოთხი გარდასახვა შეასრულეს. ქართველი მორაგბეების ანგარიშზეა მხოლოდ ერთი ლელო, რომლის ავტორი აკაკი ტაბუცაძე გახდა. გარდასახვა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

შოტლანდიელებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულეს. პირველი ტაიმის შუა პერიოდამდე ქართველები თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ როგორც კი შოტლანდიელები ტემპს მოუმატებდნენ, საქართველოს ნაკრები ფრაგმენტებად იშლებოდა. შედეგად თამაშის პირველი ნახევარი ანგარიშით 17:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შოტლანდიელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს. ბურთი მეტოქის ჩათვლის ზონაში ტაბუცაძემ გაიტანა, გარდასახვაში ზუსტი აბჟანდაძე გამოდგა. სამწუხაროდ, ეს „ბორჯღალოსნების“ შესრულებით ერთადერთი წარმატებული მომენტი იყო.

 

Тест-матч между сборными Грузии и Шотландии по регби
რაგბი. საქართველო-შოტლანდია

ამ შეცდომის შემდეგ შოტლანდიელები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას და დარჩენილ დროში კიდევ ხუთი ლელო დადეს და სამი გარდასახვა განახორციელეს. ცხადი იყო, რომ გუნდები მზადყოფნის სხვადასხვა ფუნქციურ დონეზე არიან.

შოტლანდიასთან ეს მარცხი საქართველოსთვის ყველაზე სერიოზული აღმოჩნდა. ამ მატჩამდე გუნდებს ოთხი შეხვედრა აქვთ გამართული და ოთხივეჯერ გამარჯვება შოტლანდიელებს ერგოთ - 15:6, 43:16, 44:10, 36:9.

0
თემები:
სპორტის ამბები